ჩვენს შესახებ
შპს „სერა“ წარმატებით ფუნქციონირებს ადგილობრივ ბაზარზე, უზრუნველყოფს მომსახურების მაღალ ხარისხს და ყოველწლიურ სწრაფ ზრდას.
ჩვენს მომხმარებლებს შორის არიან როგორც საერთაშორისო, ასევე ადგილობრივი ბრენდის მქონე კომპანიები: MARSHE, DUNKIN DONATS, NIKORA, CARREFOUR, GOODWILL, FOODMART, MARRIOT HOLIDAY INN, DE GUSTO, ASORTI, LE GETAU, MAGNITI და მრავალი სხვა.
ჩვენ ფოკუსირებული ვართ შევთავაზოთ მომხმარებლებს საუკეთესო მომსახურება, დაბალი ფასები და მუდმივად განახლებდი პროდუქცია.
კომპანიის ფართობი მოიცავს 500 მ2. პროდუქცია ინახება მშრალ და ტემპერატურა-კონტროლირებად საწყობში, საიდანაც ყოველდღიურად ხდება მათი მიწოდება ჩვენი მომხმარებლებისათვის.
ჩვენი გამოცდილი გუნდი უზრუნველყოფს შეკვეთის მიწოდებას 24 საათის განმავლობაში. მომხმარებელზე მორგებული მომსახურება არის ჩვენი კმპანიის წარმატების გასაღები.
შპს „სერა“ საქართველოში დაარსდა 2008 წელს ქართველი, თურქი და ბელგიელი პარტნიორების მიერ და არსებობს ბაზარზე როგორც საქართველოს იურიდიული პირი ს/კ 405 096 060. კომპანია ძირითადად ახდენს ევროპული საქონლის იმპორტს საქართველოს ბაზარზე.
ჩვენი ადგილობრივი პარტნიორების ჯაჭვი მოიცავს: ჰიპერმარკეტები: CARREFOUR, GOODWILL; სუპერმარკეტები: SMART, FRESKO, SPAR; სასტუმროები: SHERATON, RADISSON, HOLIDAY INN, MARIOTT; და სხვა ცნობილი კაფე-ბარები და რესტორნები.
ჩვენი მისია
ჩვენი კომპანიის მისიაა უზრუნველყოს იმ სტანდარტებისა და ღირებულებების განხორციელება რომლებიც წარმოადგენენ ჩვენი საქმიანობის წამყვან პრინციპებს. ჩვენ ვისახავთ მიზნებს და სამოქმედო გეგმებს ამ მისიის შესაბამისად. ჩვენი მისია მოიცავს რამოდენიმე მიმართულებას:
მიზანი:
- აღმოვაჩინოთ გარკვეული საბაზრო ხარვეზი და გავზარდოთ ერთგული მომხმარებლების რაოდენობა;
- უზრუნველვყოთ მომხმარებელი უფრო მაღალი ხარისხითა და მისაღები ფასებით;
- გავზარდოთ პროდუქციის სახეობები და წარმოების მოცულობა განუწყვეტლივ;
- მოვიზიდოთ ცნობილი მსოფლიო ბრენდები და შევთავაზოთ ისინი ქართულ ბაზარს;
- ჩვენი მომხმარებლების რიცხვი გავზარდოთ დედაქალაქს გარეთ, რეგიონებშიც.
ხედვა:
- ჩვენი საქმიანობა ხორციელდება სამართლისა და კანონიერების პრინციპის შესაბამისად;
- ჩვენ უნდა ვიყოთ საიმედო პარტნიორები ჩვენი მომხმარებლებისა და მომწოდებლებისათვის;
- ყოველთვის ვიყოთ ფოკუსირებული უმაღლეს ხარისხზე.
კორპორატიული სოციალური მომსახურება:
კორპორატული სოციალური მომსახურება არის ჩვენი ბიზნეს მოდელის მნიშვნელოვანი ნაწილი. ეს მომხმარებელზე აისახება რამოდენიმე სახით:
- ჩვენს მიერ მიწოდებული პროდუქცია არის პირველი ხარისხის და არ შეიცავს გენმოდიფიცირებულ მიკროორგანიზმებს და არ არის მავნე ადამიანის ჯანმრთელობისათვის;
- ჩვენ ჩვენს მომხმარებლებს ვთავაზობთ ბიოლოგიური პროდუქციის ფართო არჩევანს;
- ვითვალისწინებთ რა დაბალი შემოსავლის მქონე მომხმარებლების ინტერესებს,
გარკველ შუალედებში ჩვენ ვმართავთფასდაკლების აქციებს გარკვეულ პროდუქციებზე.
- ჩვენი კომპანია ასევე ზრუნავს თავის თანამშრომლებზე და სთავაზობს მათ კომპეტენტურ ხელფას, ფიქსირებულ სამუშაო საათებს, ბონუსებს, მეგობრულ გარემოსა და სხვადასხვა სოციალურ სარგებელს.